ბაიერნი ლენოს გადაბირებას ცდილობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი ლენოს გადაბირებას ცდილობს


ბაიერნი ლენოს გადაბირებას ცდილობს

მიუნხენის "ბაიერნი" ლევერკუზენის "ბაიერისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერით, ბერნდ ლენოთი, ინტერესდება.

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერმა" "ბაიერის" ხელმძღვანელობას ოფიციალური წინადადებითაც მიმართა, მაგრამ "ფარმაცეპტებმა" მიუნხენელები უარით გაისტუმრეს.

ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, "ბაიერნმა" ლევერკუზენულ კლუბს სვენ ულრაიხი და ფულადი კომპენსაცია შესთავაზა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო.

25 წლის გერმანელი მეკარის მოქმედი კონტრაქტი ლევერკუზენის "ბაიერთან" 2020 წლამდეა გათვლილი და მისი გამოსასყიდი თანხა 18 მილიონ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები