ცხადაძე სამწვრთნელო კარიერას აახლებს - რომელ კლუბს ჩაიბარებს ქართველი სპეციალისტი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცხადაძე სამწვრთნელო კარიერას აახლებს - რომელ კლუბს ჩაიბარებს ქართველი სპეციალისტი?


ცხადაძე სამწვრთნელო კარიერას აახლებს - რომელ კლუბს ჩაიბარებს ქართველი სპეციალისტი?
ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე "კაირათის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ გუნდი ევროტურნირებზე ვერ გაიყვანა.

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი ცხადაძე სამწვრთნელო კარიერას აახლებს.

ყაზახური პრესის ცნობით, ცხადაძე ძალიან ახლოსაა "ირტიშის" მთავარი მწვრთნელის პოსტის მორგებასთან.

ცნობილია, რომ ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის ვინაობა 15 დეკემბერს გახდება ცნობილი. ყველაზე რეალური კანდიდატები კი ცხადაძე და კარპინი არიან.

33 ტურის შემდეგ "ირტიში" მეოთხე პოზიციაზეა და აქტიურად იბრძვის ევროტურნირებზე გასასვლელად.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები