ლეონარდო ანტალიასპორიდან ნასრის, მენეზისა და ვენკერის კრიტიკის გამო არ წასულა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეონარდო ანტალიასპორიდან ნასრის, მენეზისა და ვენკერის კრიტიკის გამო არ წასულა


ლეონარდო ანტალიასპორიდან ნასრის, მენეზისა და ვენკერის კრიტიკის გამო არ წასულა
ბრაზილიელმა სპეციალისტმა, ლეონარდომ ახსნა, თუ რატომ დატოვა "ანტალიასპორის" მთავარი მწვრთნელის პოსტი.

აქამდე გავრცელებული ჭორების თანახმად, "ინტერისა" და "მილანის" ექს-თავკაცი თურქული კლუბიდან გუნდის სამი ფრანგი ფეხბურთელის კრიტიკის გამო წავიდა: სამირ ნასრის, ვილიამ ვენკერისა და ჟერემი მენეზის.

"ამ ფეხბურთელებზე მსგავსი არაფერი მითქვამს", - წერს სოციალურ ქსელში ლეონარდო.

"თურქულ პრესასთანაც არ მისაუბრია ჩემს წასვლაზე. კლუბის დატოვება იმის გამო გადავწყვიტე, რომ "ანტალიასპორის" პრეზიდენტიც აპირებდა წასვლას, რაც გააკეთა კიდეც".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები