ბენტეკემ ბორნმუთთან გაცუდებული პენალტის გამო ბოდიში მოიხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენტეკემ ბორნმუთთან გაცუდებული პენალტის გამო ბოდიში მოიხადა


ბენტეკემ ბორნმუთთან გაცუდებული პენალტის გამო ბოდიში მოიხადა
"კრისტალ პალასის" თავდამსხმელმა, კრისტიან ბენტეკემ ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ბორნმუთთან" (2:2) გამართულ შეხვედრაში გაცუდებული თერთმეტმეტრიანის გამო ბოდიში მოიხადა.

27 წლის ბელგიელმა განაცხადა, რომ ნიშნულთან არ უნდა მისულიყო.

"პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე", - ციტირებს ბენტეკეს სიტყვებს Daily Mail.

"ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან ინსტრუქციების წინააღმდეგ წავედი, ამიტომაც ბოდიშს ვიხდი".

ცნობისთვის, "კრისტალ პალასი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში უკანასკნელ ადგილს იკავებს - გუნდის აქტივში 16 ტურის შემდეგ 11 ქულაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები