ძანეტი: "იკარდი ინტერში ბედნიერია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძანეტი: "იკარდი ინტერში ბედნიერია"


ძანეტი:

მილანის "ინტერი" ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ძანეტი, დარწმუნებულია, რომ მაურო იკარდი "ნერაძურის" ღირსებას კიდევ დიდი ხანი დაიცავს.

"მაუროს გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. იკარდი "ინტერს" ძალიან პატარა ასაკში შეუერთდა, მაგრამ დიდებულ პროფესიონალს ჰგავდა.

ახლა კი ის გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი წევრია, როგორც მოედანს, ისე მის გარეთ. იკარდი ქომაგებსაც აბედნიერებს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან რაც შეიძლება დიდი ხანი დარჩება.

მადრიდის "რეალი"? მაურო და მისი ოჯახი მილანში ძალიან ბედნიერია. ის ძალიან მზრუნველი ადამიანია და სურს, რომ ჩვენს კლუბს დიდი წარმატება მოუტანოს", - განაცხადა ლეგენდარულმა არგენტინელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები