ბრაიტნერი: "ბაიერნს ყველაზე არასასიამოვნო მეტოქე შეხვდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბრაიტნერი: "ბაიერნს ყველაზე არასასიამოვნო მეტოქე შეხვდა"


ბრაიტნერი:

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა განაპირა მცველმა, ლეგენდარულმა პოლ ბრაიტნერმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრაზე "Bild-თან" საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

"ვვარაუდობ, რომ "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასიამოვნო მოწინააღმდეგე შეხვდა. "ბეშიქთაშს" ყველაზე იოლ მეტოქეს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი. ინგლისური კლუბის შემთხვევაში უფრო ცხადი იქნებოდა თუ როგორ უნდა გვეთამაშა", - აცხადებს 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი.

გერმანულ გრანდს სავარაუდო მეტოქეებიდან აშკარად ყველაზე სუსტი გუნდი შეხვდა, მაგრამ თურქებმა ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს და საკმაოდ საინტერესო გუნდი ჰყავთ.

მიუნხენის "ბაიერნი" "ბეშიქთაშს" აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1997/98 წლების სეზონში შეხვდა. მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რეკორდმაისტერმა" ორივე მატჩი 2:0 მოიგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი პოლ ბრაიტნერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები