ჰიტცფელდი ბორუსიას ნაგელსმანის მოწვევას არ ურჩევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰიტცფელდი ბორუსიას ნაგელსმანის მოწვევას არ ურჩევს


ჰიტცფელდი ბორუსიას ნაგელსმანის მოწვევას არ ურჩევს

დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ოტმარ ჰიტცფელდი, მიიჩნევს, რომ იულიან ნაგელსმანისთვის "ბორუსიას" ჩაბარება ჯერ ნაადრევია.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელმა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ბოლომდე ამოწუროს. მას "ჰოფენჰაიმისთვის" კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

თუ მთავარი მწვრთნელი 31 წლის ასაკში დორტმუნდის "ბორუსიას" ჩაიბარებს, ძალიან მაინტერესებს რა მიზნები ექნება 40 წლისთვის?", - განაცხადა "გენერალმა."

იულიან ნაგელსმანის ხელშეკრულება "ჰოფენჰაიმთან" 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები