რიბერისა და რობენის მომავალი გაურკვეველია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რიბერისა და რობენის მომავალი გაურკვეველია


რიბერისა და რობენის მომავალი გაურკვეველია
მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ–ჰაინც რუმენიგემ, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მომავალზე ისაუბრა.

"საქმე ეხება ორ მოთამაშეს, რომელთაც კლუბის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვეს. ჩვენ კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენენ რიბერი და რობენი.

თუმცა მნიშვნელოვანია იმის გარკვევა თუ როგორ წაუვათ საქმეები მათ მომავალში. ორივე მათგანთან სერიოზული საუბარი გვექნება. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები გაზაფხულის დასაწყისში შედგება", – აღნიშნა რუმენიგემ.

34 წლის ფრანგი და 33 წლის ჰოლანდიელი ვინგერის მოქმედი კონტრაქტები 2018 წლის ზაფხულში იწურება და მათი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები