ზიდანი წითელი ბარათის წესზე: "ეს კლასიკოს წინ საქმეს გვირთულებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანი წითელი ბარათის წესზე: "ეს კლასიკოს წინ საქმეს გვირთულებს"


ზიდანი წითელი ბარათის წესზე:

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანის "რეალი" "ალ ჯაზირას" ხვდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფრანგმა ფიფას წითელი ბარათის წესი დაიწუნა.

იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მატჩში რომელიმე ფეხბურთელი წითელ ბარათს მიიღებს, ის მომდევნო მატჩს შიდა ჩემპიონატში გამოტოვებს. მაგალითად, თუ "რეალის" რომელიმე ფეხბურთელმა ტურნირის ფინალში წითელი ბარათი მიიღო, ის ელ კლასიკოს გამოტოვებს, რადგან შემდეგი შეხვედრა ჩემპიონატში სწორედ "ბარსელონასთან" არის.

"ოდნავ ართულებს საქმეს ის ფაქტი, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიღებული წითელი ბარათი შიდა ჩემპიონატზე მოქმედებს.

თუმცა მე პოზიტიურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი მოხდება. ვიმედოვნებ, რომ "ბარსელონასთან" მატჩში "რეალის" ყველა წევრი დისკვალიფიკაციის გარეშე წარსდგება", - ამბობს ზიდანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები