რა ღირს აბუ დაბიში 1 ლიტრი ბენზინი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა ღირს აბუ დაბიში 1 ლიტრი ბენზინი?


რა ღირს აბუ დაბიში 1 ლიტრი ბენზინი?

დღეს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალურ მატჩში მადრიდის "რეალი" "ალ ჯაზირას" ხვდება.

"სამეფო კლუბის" წევრები უკვე რამდენიმე დღეა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებიან, სადაც მართლაც რომ მეფეებივით ცხოვრობენ.

არაბებმა მონაწილე კლუბის წევრებს საკმაოდ კარგი პირობები შესთავაზეს. უმაღლეს დონეზე მოწყობილი სასტუმროები, ძვირადღირებული ავტომობილების მომსახურება და ა.შ

ესპანური გამოცემა MARCA წერს, თუ რა უჯდებათ ფეხბურთელებს, აბუ დაბიში 1 ლიტრი ბენზინის ყიდვა.

ცნობილია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 1 ლიტრი ბენზინის ფასი 40 ცენტია (დაახლოებით 1 ლარი).

რაც შეეხება ესპანეთს, იქ "რეალის" ფეხბურთელები ერთ ლიტრ ბენზინში დაახლოებით 1.15 ევროს იხდიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები