კატალონიაში რონალდუს უპასუხეს: "ყველა დროის საუკეთესოს აქ 15 დღეში ერთხელ ვუყურებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კატალონიაში რონალდუს უპასუხეს: "ყველა დროის საუკეთესოს აქ 15 დღეში ერთხელ ვუყურებთ"


კატალონიაში რონალდუს უპასუხეს:

მე-5 ოქროს ბურთის მოგების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ თამამი განცხადება გააკეთა. პორტუგალიელმა თქვა, რომ ის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესოა.

ამ განცხადებას კატალონიაში არ დაეთანხმნენ. "ბარსელონას" სპიკერმა ხოსეპ ვივასმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ კი არა ყველა დროის საუკეთესო, მესია.

"რონალდუს დიდ პატივს ვცემთ და მას ყოველთვის განვიხილავთ, როგორც დიდ ფეხბურთელად და როგორც დიდ მეტოქედ.

ყველა დროის საუკეთესო? ჩვენ, აქ "კამპ ნოუზე" ყოველ 15 დღეში ერთხელ ვხედავთ, თუ ვინ არის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. ეს მესია", - განაცხადა ვივასმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები