სკოლარიმ შეიძლება ავსტრალიის ნაკრები ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სკოლარიმ შეიძლება ავსტრალიის ნაკრები ჩაიბაროს


სკოლარიმ შეიძლება ავსტრალიის ნაკრები ჩაიბაროს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექს-მწვრთნელი, ლუის ფელიპე სკოლარი ავსტრალიის ნაკრებში დანიშვნის კანდიდატია.

მოგეხსენებათ, 69 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ბოლოს ჩინურ "გუანჩჯოუ ევერგრანდში" მუშაობდა.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების ახალ მწვრთნელს თებერვალში დაასახელებს. ავსტრალიელთა თავკაცის პოსტზე დანიშვნის ცხრა კანდიდატი სახელდება. მათ შორის ფიგურირებს ასევე იურგენ კლინსმანისა და სვენ-გორან ერიქსონის გვარებიც.

აქამდე, ავსტრალიის ნაკრებს ანგე პოსტეკოღლუ წვრთნიდა, რომელმაც გუნდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დატოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები