ჩელსი ზამთარში ლემარს დაიმატებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი ზამთარში ლემარს დაიმატებს?


ჩელსი ზამთარში ლემარს დაიმატებს?

"ჩელსის" ხელმძღვანელობა "მონაკოს" ნახევარმცველ ტომ ლემართან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს, იტყობინება Telegraph.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ტრანსფერი შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე განხორციელდეს.

ზაფხულში იწერებოდა, რომ 22 წლის ჰავბეკისადმი ინტერესს "არსენალი" და "ლივერპული" იჩენენ. "არისტოკრატები", განსხვავებით კონკურენტებისა, მზად არიან არენდის ვარიანტიც განიხილონ ან ტრანსფერში თავიანთი ფეხბურთელები ჩართონ.

გარდა ამისა, "მონაკოში" ლონდონელთა ყოფილი სპორტული დირექტორი, მაიკლ ემენალო მუშაობს, რაც "ჩელსის" წისქვილზე ასხამს წყალს.

შეგახსენებთ, ლემარი მონაკოელთა რიგებში 2015 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ლემარის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროდ ფასდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები