ნანტის მცველი კარიერას მარსელში გააგრძელებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნანტის მცველი კარიერას მარსელში გააგრძელებს


ნანტის მცველი კარიერას მარსელში გააგრძელებს
"ნანტის" მცველი, ლეო დიუბუა "მარსელში" გადასვლას დათანხმდა, იტყობინება Le 10 Sport.

23 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში მომავალ ზაფხულს გადავა, როცა ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ამოეწურება.

აღინიშნება, რომ დიუბუა პატრის ევრას შეცვლის.

ამ სეზონში ლეომ საფრანგეთის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები