მესი: "2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი? ამ ტკივილს ვერასოდეს მოვიშუშებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესი: "2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი? ამ ტკივილს ვერასოდეს მოვიშუშებ"


მესი:
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა, ლიონელ მესიმ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბრაზილიაში განცდილ მარცხს ვერასოდეს დაივიწყებს.

"ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ვიქნებით, ვინაიდან ჩვენ, როგორც გუნდი, განვითარებას ვაგრძელებთ. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი წავაწყდით პრობლემებს, რომლებიც საერთოდ არ უნდა გვქონოდა.

გადამიარა თუ არა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებულმა ტკივილმა? არა და ვფიქრობ, ეს ჭრილობა არასოდეს შეხორცდება. უბრალოდ ამ ტვირთის ცხოვრების ბოლომდე ტარება მომიწევს.

მსოფლიო ჩემპიონატი დიდებული ტურნირია, რომელმაც შესანიშნავი ემოციები დამიტოვა, მაგრამ 2014 წლის ფინალი ძალიან მძიმე გამოდგა, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ", - განაცხადა ლეო მესიმ.

2014 წლის მუნდიალზე არგენტინის ეროვნული გუნდი ფინალში გავიდა და გადამწყვეტ ბრძოლაში გერმანიასთან დამატებით დროში 0:1 დამარცხდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
არგენტინის ნაკრები ლიონელ მესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები