ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მონაწილეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა რეალს ჰყავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მონაწილეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა რეალს ჰყავს


ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მონაწილეთა შორის ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა რეალს ჰყავს

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მონაწილეთა შორის ყველაზე ძვირადღირებულ შემადგენლობა მადრიდის "რეალს" ჰყავს.

პორტალ transfermarkt.de-ს შეფასებით, მადრიდული გრანდის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 743,8 მილიონ ევროს შეადგენს.

გარდა "სამეფო კლუბისა", ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების საუკეთესო ხუთეულში "ბარსელონა" (689,5 მილიონი ევრო), "პსჟ" (648,4), "ჩელსი" (631,9) და "მანჩესტერ სიტი" (629,5) მოხვდნენ.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგაზაფხულო სტადიაზე ყველაზე იაფფასიანი შემადგენლობები "ბეშიქთაშს" (114,1), "შახტარს" (103,1) და "ბაზელს" (48,4) ჰყავთ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი 13 თებერვალს გაიხსნება. ამ დღეს "იუვენტუსი" - "ტოტენჰემი" და "ბაზელი" - "მანჩესტერ სიტი" გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები