ზამთარში პსჟ-ს მეკარე შეიძლება ბაიერნში გადაბარგდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზამთარში პსჟ-ს მეკარე შეიძლება ბაიერნში გადაბარგდეს


ზამთარში პსჟ-ს მეკარე შეიძლება ბაიერნში გადაბარგდეს
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა "პსჟ"-ს მეკარის, კევინ ტრაპის შეძენის ვარიანტს განიხილავს, იუწყება Kölner Stadt-Anzeiger.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ტრანსფერი შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე განხორციელდეს.

მიუნხენელებს გოლკიპერის პოზიციაზე პრობლემები აქვთ - მანუელ ნოიერი ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესებს აგრძელებს, ასევე დაშავდა სვენ ულრაიხიც. გუნდის განაცხადში კიდევ ორი კარის დარაჯია - 36 წლის ტომ შტარკე და 17 წლის კრისტიან ფრიუხტლი.

ცნობისთვის, ამ სეზონში ტრაპმა ორი მატჩი ჩაატარა. "პსჟ"-ს რიგებში მან "ტრუას" წინააღმდეგ შეინახა კარი, ხოლო გერმანიის ნაკრების მაისურით საფრანგეთთან გამართულ ამხანაგურ დაპირისპირებაში ორი გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები