გვარდიოლამ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლამ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა


გვარდიოლამ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისის ჩემპიონატში მოპოვებული გამარჯვებათა სერიით რეკორდი დაამყარა.

მოგეხსენებათ, გუშინ, "ქალაქელებმა" "სუონსი" (4:0) გაანადგურეს და ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგეს.

ცნობისთვის, ესპანელ სპეციალისტს მოპოვებული გამარჯვებათა სერიების რეკორდები სხვა ქვეყნების ჩემპიონატებშიც აქვს დამყარებული - საუბარია ესპანეთის ლა ლიგასა და გერმანიის ბუნდესლიგაზე.

ასე და ამგვარად, "ბაიერნთან" ერთად პეპმა ბუნდესლიგაში 2013/14 წლების სეზონში ზედიზედ 19 მატჩი მოიგო, ხოლო "ბარსელონასთან ერთად 2010/11 წლების სეზონში - 16.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები