ჩინურმა კლუბმა მასკერანოს 7-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩინურმა კლუბმა მასკერანოს 7-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა


ჩინურმა კლუბმა მასკერანოს 7-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა
"ბარსელონას" მცველი, ხავიერ მასკერანო ჩინური "ჰებეი ჩაინ ფორჩუნის" ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება Mundo Deportivo.

აზიელების წარმომადგენლები 33 წლის ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

მასკერანოს სამწლიან ხელშეკრულებასა და წელიწადში 7 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობენ. "ბარსელონა" მზადაა ფეხბურთელი გაუშვას, თუ მის სანაცვლოდ 10 მილიონს შესთავაზებენ.

აქამდე, თავად მასკერანომ თქვა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, კატალონიური გრანდის დატოვება სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო უნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები