დი მარია: "პარიზში ბედნიერი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დი მარია: "პარიზში ბედნიერი ვარ"


დი მარია:

"პარი სენ ჟერმენის" ვინგერმა, ანხელ დი მარიამ, ფრანგულ კლუბში თავისი მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის სიმცირისა, პარიზში მაინც ბედნიერია.

"პარიზში ბედნიერი ვარ, მაგრამ ამ სეზონში არც ისე ბევრს ვთამაშობ. მინდა, რომ მოედანზე უფრო ხშირად გავიდე, მაგრამ მადლობელი ვარ იმ წუთებისთვისაც, რომელიც მეძლევა.

მე კი ვეცდები დავამტკიცო, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში სათამაშო მზად ვარ და ამას ვიმსახურებ.

მესმის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს, მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ, რათა მას საკუთარი შესაძლებლობები დავანახო და ვაჩვენო, რომ სასტარტოს მოთამაშე ვარ", - განაცხადა 29 წლის არგენტინელმა.

ანხელ დი მარიამ მიმდინარე სეზონში სულ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ანხელ დი მარია

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები