ინგლეზე ზამთარში ნაპოლის შეუერთდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინგლეზე ზამთარში ნაპოლის შეუერთდება


ინგლეზე ზამთარში ნაპოლის შეუერთდება
"ნაპოლის" ახალგაზრდა შემტევი, რობერტო ინგლეზე, საკუთარ გუნდს დროზე ადრე, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, დაუბრუნდება.

"იანვარში ჩვენი შეტევითი ხაზი გაძლიერდება. არკადიუშ მილიკი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდება, ხოლო რობერტო ინგლეზე "კიევოში" იჯარას დაასრულებს", - დაანონსა კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა.

ნეაპოლურმა კლუბმა ინგლეზე "კიევოდან" ამ ზაფხულს გაიფორმა, მაგრამ იტალიელი შემტევი ვერონულ კლუბში ერთი სეზონით იჯარით დატოვა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის იტალიელმა "კიევოს" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთის გატანა მოახერხა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები