შიკი: "რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შიკი: "რომას სკუდეტოს მოგება შეუძლია"


შიკი:

"რომას" ახალგაზრდა ცენტრალური თავდამსხმელი, პატრიკ შიკი, მიიჩნევს, რომ რომაულ კლუბს იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

"ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ. ახლა საუკეთესო კონდინციებში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ აუცილებლად მოვუმატებ და ვეცდები, რომ გუნდს დავეხმარო.

რა აკლია ახლა "რომას"? შესაძლოა ეფექტურობა, ვინაიდან მომენტების ცუდ რეალიზაციას ყოველთვის უიღბლობას ვერ დავაბრალებთ. ვფიქრობ, ვარჯიშებზე გოლების გატანაში უფრო მეტი უნდა ვივარჯიშოთ.

მჯერა იმ გზის, რომელზეც "რომა" დგას და ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია", - განაცხადა 21 წლის ჩეხმა.

16 ტურის შემდეგ იტალიის სერია ა-ს მილანის "ინტერი" 40 ქულით ლიდერობს, "რომა" კი 35 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა პატრიკ შიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები