ჰაინკესი: "თავიდან ბაიერნს ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰაინკესი: "თავიდან ბაიერნს ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია"


ჰაინკესი:

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა აღნიშნა, რომ თავიდან გუნდის გაწვრთნაზე უარი თქვა.

გერმანელი სპეციალისტის თქმით, შეთავაზებას დათანხმდა, როცა გაიგო, რომ მიუნხენელებს არანაირი ალტერნატივა არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, 72 წლის ჰაინკესმა "ბაიერნი" მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც კარლო ანჩელოტი გაათავისუფლეს. იუპმა ნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე დამიკავშირდნენ. გულწრფელად ვიტყვი, 2013 წელს წასვლის შემდეგ, დაბრუნება ვერ წარმომედგინა, არც "ბაიერნში" და არც "გლადბახში", სადაც თავის დროზე როგორც ფეხბურთელის, ისევე მწვრთნელის რანგში ვმუშაობდი", - ციტირებს უეფას ოფიციალური საიტი ჰაინკესის სიტყვებს.

"ჩემი პასუხი უარყოფითი იყო. თუმცა, შემდეგ ნათელი გახდა, რომ კლუბს არანაირი ალტერნატივა არ ჰქონდა. ოჯახთან გავიარე კონსულტაცია, ქალიშვილთან და მეუღლესთან, რომელსაც მუხლზე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ესეც გასათვალისწინებელი იყო. ქალბატონებმა თქვეს: "მიდი!" და დაბრუნება გადავწყვიტე".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები