რომა ბერარდით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომა ბერარდით ინტერესდება


რომა ბერარდით ინტერესდება

"რომა" "სასუოლოს" თავდამსხმელით, დომენიკო ბერარდით, დაინტერესდა და მის გადაბირებას იანვარში ეცდება.

რომაული კლუბის მთავარ მწვრთნელს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს, რომელიც "სასუოლოს" ყოფილი თავკაცია, სურს, რომ ბერარდი კვლავ თავის გუნდში იხილოს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მგლების" ხელმძღვანელობა მზად არის 23 წლის იტალიელის ტრანსფერისთვის 30 მილიონი ევრო გადაინახოს.

დომენიკო ბერარდიმ, რომლის მოქმედი კონტრაქტი "სოფლელებთან" 2022 წლამდეა გათვლილი, მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები