ოზილმა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გადაწყვიტა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოზილმა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გადაწყვიტა?


ოზილმა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გადაწყვიტა?

"არსენალის" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, იტყობინება Daily Mail.

ჰავბეკი "ბარსელონას" წინადადებას არ დაელოდება და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა უნდა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, კატალონიელები გერმანელ ფეხბურთელს დაიმატებენ, თუ "ლივერპულის" ლიდერს, ფილიპე კოუტინიოს ვერ ჩაიგდებენ ხელში.

29 წლის გერმანელს კვირაში არანაკლებ 300 ათასი ფუნტი სტერლინგის მიღება სურს. "წითელი ეშმაკუნები" მზად არიან ოზილის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

შეგახსენებთ, ნახევარმცველს "მეთოფეებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება. ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე მას ნებისმიერ სხვა კლუბთან შეეძლება მოლაპარაკებების გამართვა.

ოზილი ლონდონელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები