ბალოტელი ნიცას დატოვებს, თუ კლუბი ევროთასებზე ვერ გავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბალოტელი ნიცას დატოვებს, თუ კლუბი ევროთასებზე ვერ გავა


ბალოტელი ნიცას დატოვებს, თუ კლუბი ევროთასებზე ვერ გავა
"ნიცას" პრეზიდენტის, ჟან-პიერ რივიერის აზრით, მომავალ სეზონში თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

ფრანგული კლუბის ხელმძღვანელის თქმით, ფორვარდი წავა, თუ გუნდი ევროთასებზე ვერ გავა.

"ბალოტელი კარგი ბიჭია. პროგრესირებს", - ციტირებს რივიერის სიტყვებს ESPN.

"შეიძლება, დარჩენა მოინდომოს, მაგრამ მის შენარჩუნებაში დარწმუნებული არ ვარ. ევროთასების მიღმა დარჩენის შემთხვევაში, ბალოტელი შეიძლება წავიდეს".

ამ ეტაპზე, "ნიცა" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები