სპორტინგი ზამთარში ლესტერის ფორვარდის ყიდვას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპორტინგი ზამთარში ლესტერის ფორვარდის ყიდვას აპირებს


სპორტინგი ზამთარში ლესტერის ფორვარდის ყიდვას აპირებს

"ლესტერის" თავდამსხმელი, ისლამ სლიმანი იანვარში შეიძლება ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდეს, იტყობინება A Bola.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობა 29 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას აპირებს, რომელიც გუნდში 2013 წლიდან 2016 წლამდე ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, ალჟირელი "ლესტერში" "სპორტინგიდან" 2016 წლის ზაფხულში 29 მილიონ ფუნტად გადავიდა.

ამ სეზონში სლიმანიმ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი შეაგდო და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები