ვაცკე: "ბოშის არასოდეს მჯეროდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვაცკე: "ბოშის არასოდეს მჯეროდა"


ვაცკე:
დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოახიმ ვაცკემ, აღიარა, რომ მას პიტერ ბოშის არასოდეს სჯეროდა.

"მაშინაც კი, როდესაც ბოშის ხელმძღვანელობით ვიგებდით, არ ვიყავი დარწმუნებული. ჩანდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დამსხვრეულიყო და სიტუაცია არეულიყო.

ყველას კარგად ესმოდა, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა. თავის დროზე იურგენ კლოპის მოყვანა, თომას ტუხელის მოყვანა ძალიან სწორი გადაწყვეტილებები იყო.

თუ ჩვენ ბოშის შემთხვევაში შევცდით, კი ბატონო, ამას ვაღიარებთ და კრიტიკასაც ვიმსახურებთ. თუმცა რამ გამოიწვია ასეთი აგრესია?", - განაცხადა ვაცკემ.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დორტმუნდის "ბორუსია" ამ ზაფხულს ჩაიბარა და მიუხედავად კარგი დასაწყისისა, სექტემბრიდან გუნდმა კატასტროფული ფორმა აკრიფა, რასაც ბოში გასულ კვირას შეეწირა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები