ლუკას მოურა შეიძლება ესპანურ კლუბში ვიხილოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუკას მოურა შეიძლება ესპანურ კლუბში ვიხილოთ


ლუკას მოურა შეიძლება ესპანურ კლუბში ვიხილოთ
"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ლუკას მოურამ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, იტყობინება RMC Sport.

ფორვარდის შეძენით "მალაგაა" დაინტერესებული. ანდალუსიელები ფეხბურთელის იჯარის წესით დამატებას გეგმავენ.

სავარაუდოდ, მოურა წინადადებას დათანხმდება, რადგან პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი გუნდის რიგებში მის ადგილს ვერ ხედავს.

ამ სეზონში 25 წლის ბრაზილიელმა "პარი სენ ჟერმენის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები