აგენტი: "ტრაპს ბაიერნთან კონტაქტი არ ჰქონია"
თარიღი: დეკემბერი 14, 2017, 23:04
"პარი სენ ჟერმენის" გერმანელი გოლკიპერის, კევინ ტრაპის, აგენტმა მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესს გამოეხმაურა და ჭორები უარჰყო.
"ჩვენ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტაქტი არ გვქონია", - მოკლედ განმარტა ნოიბაუერმა.
გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მეკარეების მუდმივი ტრავმიანობის გამო, "რეკორდმაისტერი" იანვარში ამ პოზიციის გაძლიერებას აპირებს და ერთ-ერთ ალტერნატივად კევინ ტრაპს განიხილავს, რომელიც "პსჟ-ს" მეორე მეკარეა და თავისი მდგომარეობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE