სიმეონეს მოულოდნელი განცხადება: "მესმის, რომ გრიზმანი წავა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონეს მოულოდნელი განცხადება: "მესმის, რომ გრიზმანი წავა"


სიმეონეს მოულოდნელი განცხადება:

"ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი პროგრესირებას გააგრძელებს, თუ კლუბს შეიცვლის.

არგენტინელი სპეციალისტი მზადაა ფორვარდს შეელიოს.

"გრიზმანი კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს, თუ გადავა გუნდში, რომელიც შედარებით შემტევ ფეხბურთს თამაშობს", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს L'Equipe.

"ჩემი ფეხბურთელები მიყვარს. მას გაზრდა სჭირდება და ამ შემთხვევაში მესმის, რომ დიეგო კოშტასა და თურანის მსგავსად წავა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები