"შემიძლია UFC-ში ვიბრძოლო", - მეივეზერი მაკგრეგორს ახლა ბრძოლა წესების გარეშეში შეხვდება? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"შემიძლია UFC-ში ვიბრძოლო", - მეივეზერი მაკგრეგორს ახლა ბრძოლა წესების გარეშეში შეხვდება?


ცნობილი ამერიკელი ყოფილი მოკრივე ფლოიდ "მანი" მეივეზერი არ გამორიცხავს, რომ სპორტულ კარიერას დაუბრუნდეს.

ამჯერად, 40 წლის მოკრივე შესაძლოა ბრძოლა წესების გარეშეში მოგვევლინოს.

Instagram-ზე მეივეზერმა ამ ფაქტზე დეტალურად ისაუბრა.

"ცოტა ხნის წინ, UFC-მ შემომთავაზა, რომ ბრძოლას დავუბრუნდე. შემიძლია, რომ ბრძოლა წესების გარეშეში ახლავე ჩავერთო.

შემიძლია, რომ ამ სპორტშიც ვიბრძოლო.

წინადადება ასეთი იყო, 4 ბრძოლა 1 მილიარდის სანაცვლოდ", - განაცხადა მეივეზერმა.

ცხადია, რომ UFC მეივეზერს 4 ბრძოლიდან ერთს კონორ მაკგრეგორთან გაამართინებდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები