კასილასი კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კასილასი კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებს?


"პორტუს" მეკარე, იკერ კასილასი შეიძლება "ჩიკაგო ფაირში" გადავიდეს, იტყობინება Washington Post.

სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გოლკიპერი პორტუგალიური კლუბიდან წასვლას დაადასტურებს.

პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ექს-კიპერი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა.

აქამდე, 36 წლის ესპანელმა კარიერის მლს-ში გაგრძელება არ გამორიცხა. იკერმა აღნიშნა, რომ მისი მეგობრები, რომლებიც ჩრდილოამერიკულ ლიგაში თამაშობენ, პოზიტიურად საუბრობენ ამ ტურნირზე.

ცნობისთვის, კასილასმა სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაუშვა. "დრაკონებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები