მარადონა: "რატომ არ იყიდა პერესმა მბაპე? ამის გაკეთება ვურჩიე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარადონა: "რატომ არ იყიდა პერესმა მბაპე? ამის გაკეთება ვურჩიე"



არგენტინის ეროვნული ნაკრების ექს-მწვრთნელი, დიეგო მარადონა მიიჩნევს, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე სეზონის დაწყების წინ "რეალში" უნდა გადასულიყო.

გარდა ამისა, ლეგენდარული ფეხბურთელი ამატებს, რომ მადრიდელთა პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს 18 წლის ფეხბურთელის ყიდვა ურჩია.

შეგახსენებთ, გასული სეზონი მბაპემ "მონაკოში" გაატარა, ამ ზაფხულს კი პარიზულ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა.

"რატომ არ იყიდა პერესმა მბაპე? ამის გაკეთება ვურჩიე", - ციტირებს მარადონას სიტყვებს As.

"დიახ, ნამდვილად ვესაუბრე ამაზე პერესს, როცა ფიფას შტაბ-ბინაში შევხვდი".

ამ სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები