ლამი იმედგაცრუებულია: "ოქროს ბურთის რეფორმირების დრო მოვიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლამი იმედგაცრუებულია: "ოქროს ბურთის რეფორმირების დრო მოვიდა"


"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი მიიჩნევს, რომ "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების გადახედვაა საჭირო.

გარდა ამისა, ლეგენდარული უკანახაზელის თქმით, ამჟამად ეს თავდამსხმელებს შორის კონკურსს ჰგავს.

შეგახსენებთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მხოლოდ "ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი და "რეალის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ იგებენ. ორივე მათგანს ხუთი "ოქროს ბურთი" აქვს.

"ოქროს ბურთის" რეფორმირების დრო მოვიდა", - ციტირებს ლამის სიტყვებს Sporf.

"თავდამსხმელებს შორის პოპულარობის კონკურსს დაემსგავსა".

ბოლოს, მოგეხსენებათ, მცველს აღნიშნული ჯილდო 2006 წელს გადაეცა - მაშინ საუკეთესოდ იტალიელი, ფაბიო კანავარო დაასახელეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები