მარადონა: "რონალდუმ თქვა, რომ ისტორიაში საუკეთესოა? უთხარით, ნუ სულელობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მარადონა: "რონალდუმ თქვა, რომ ისტორიაში საუკეთესოა? უთხარით, ნუ სულელობს"



ლეგენდარულმა არგენტინელმა, დიეგო მარადონამ "რეალის" თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს საინტერესო რჩევა მისცა.

მოგეხსენებათ, მეხუთე "ოქროს ბურთის" დასაკუთრების შემდეგ, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საკუთარ თავს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"რონალდუმ თქვა, რომ ისტორიაში საუკეთესოა? უთხარით, ნუ სულელობს", - ციტირებს მარადონას სიტყვებს AS.

"ვინ ვარ მაშინ მე? ამიტომ უნდა უთხრათ მას, რომ ნუ სულელობს", - დასძინა დიეგომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები