მერტენსი: "მწვრთნელის მუშაობა ძალიან ნერვულია! სარი დღეში ხუთ კოლოფ სიგარეტს ეწევა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მერტენსი: "მწვრთნელის მუშაობა ძალიან ნერვულია! სარი დღეში ხუთ კოლოფ სიგარეტს ეწევა"


"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა თქვა, რომ სურს კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვებს ფეხბურთი ასწავლოს.

30 წლის ფორვარდმა ისიც აღნიშნა, რომ პროფესიონალურ დონეზე კლუბში მუშაობა სტრესს იწვევს. მაგალითის სახით, ბელგიელმა თავისი გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი მოიყვანა.

"როცა კარიერას დავასრულებ, მწვრთნელობას არ ვისურვებ", - ციტირებს მერტენსის სიტყვებს Corriere della Sera.

"ეს სამუშაო საკმაოდ სტრესულია. მინდა ბავშვებს ვასწავლო ფეხბურთი".

"ნერვიულობს თუ არა სარი? ვიტყოდი, რომ კი. დღეში ხუთი კოლოფი სიგარეტი, კიდევ რისი თქმა შეიძლება".

შეგახსენებთ, ამ სეზონში მერტენსმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები