პულიშიჩი ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პულიშიჩი ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა



დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ვინგერი, კრისტიან პულიშიჩი, ამერიკული ფეხბურთის რეკორდსმენი გახდა.

ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ პულიშიჩი წლის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული და მან ხმების სრული უმრავლესობა, 94%, მიიღო.

"ბორუსიას" უნიჭიერესმა ტალანტმა ეს ჯილდო სულ რაღაც 19 წლის ასაკში მიიღო და გახდა ყველაზე ახალგაზრდა წლის საუკეთესო ამერიკელი მოთამაშე. მანამდე რეკორდის მფლობელი ლენდონ დონოვანი იყო, რომელიც 2003 წელს ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი 21 წლის ასაკში გახდა.

2017 წელს კრისტიან პულიშიჩმა ამერიკის ეროვნული ნაკრების მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. საკლუბო დონეზე კი დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად გერმანიის თასის მფლობელი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები