ნაპოლი ბენფიკას მცველით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლი ბენფიკას მცველით დაინტერესდა



ლისაბონის "ბენფიკას" მარცხენა მცველი, ალეხანდრო გრიმალდო, შესაძლოა იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში გადაბარგდეს.

"ნაპოლი" კვლავ ფაუზი გულამის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც საკუთარ გუნდს მუხლის სერიოზული ტრავმის გამო ვერ ეხმარება და კიდევ რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის ახალი სამიზნე 22 წლის ნიჭიერი ესპანელი მცველია. თუ "ნაპოლის" "ატლეტიკოდან" შიმე ვრსალკოს შეძენა არ გამოუვა, მაშინ გრიმალდოზე გადაერთვება.

ალეხანდრო გრიმალდოს "ვალენსიასა" და "ბარსელონას" აკადემიები აქვს გამოვლილი, პორტუგალიურ კლუბში კი 2016 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში მან სულ 16 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები