ბარძალი: "ბენატიამ ბონუჩი ჩაანაცვლა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარძალი: "ბენატიამ ბონუჩი ჩაანაცვლა"


ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანი მცველი, ანდრეა ბარძალი, მიიჩნევს, რომ მეჰდი ბენატიამ ლეონარდო ბონუჩი წარმატებით შეცვალა.

"ვფიქრობ, მეჰდი არის მოთამაშე, რომელიც უკვე თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. გარდა ამისა, ის უკვე ათვითცნობიერებს, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ფიგურაა, ვინაიდან გასულ სეზონში ასეთი ლეო ბონუჩი იყო, ახლა კი მის ადგილს სწორედ ბენატია იკავებს.

მეჰდი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანია, მიუნხენის "ბაიერნში" აქვს ნათამაშები და ახლა ამტკიცებს, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა. მან ბონუჩი შეცვალა", - განაცხადა 36 წლის იტალიელმა.

30 წლის მაროკოელი მიმდინარე სეზონში "იუვეს" ძირითადი მცველი გახდა და გამოჯანმრთელების შემდეგ 12 თამაში ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები