ანჩელოტი ჩელსის უბრუნდება? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი ჩელსის უბრუნდება?


გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ, შესაძლოა გაისად ლონდონის "ჩელსი" ჩაიბაროს.

შოტლანდიური გამოცემა "Daily Record" იტყობინება, რომ 58 წლის იტალიელი სპეციალისტი 2018 წლის ზაფხულში ანტონიო კონტეს შეცვლის და "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდება.

პაპა კარლომ ოქტომბრის დასაწყისში მიუნხენის "ბაიერნი" სეზონის წარუმატებელი სტარტის გამო დატოვა და ერთწლიანი შესვენება აიღო. მას იტალიის ნაკრებიდან ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ საერთაშორისო დონეზე მუშაობა არ ისურვა.

ანტონიო კონტეს მოქმედი კონტრაქტი "ჩელსისთან" 2019 წლამდეა გათვლილი, მაგრამ ანტონიოს ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა ფაუფუჭდა და მოსალოდნელია, რომ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები