ლილმა ბიელსასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლილმა ბიელსასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა



"ლილმა" მარსელო ბიელსასთან კონტრაქტის გაწყვეტა ოფიციალურად დაადასტურა.

22 ნოემბერს ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ არგენტინელი სპეციალისტი გუნდიდან დროებით მოეკვეთა, ახლა კი მასთან ურთიერთობა შეწყვიტა.

ბიელსამ საფრანგეთი თვითნებურად დატოვა და სამშობლოში ჩავიდა, სადაც ჩილეს ნაკრებში თავისი ყოფილი ასისტენტი მოინახულა, რომელსაც კიბო აქვს. ლილში დაბრუნებული ბიელსა კი კლუბის ბაზაზე აღარ შეუშვეს.

კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო, გამოცდილი სამხრეთ ამერიკელი სპეციალისტი, კომპენსაციის სახით, 9.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლილი მარსელო ბიელსა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები