ხამესი: "რეალში დაბრუნება? ახლა მხოლოდ ბაიერნზე ვფიქრობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხამესი: "რეალში დაბრუნება? ახლა მხოლოდ ბაიერნზე ვფიქრობ"



მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელმა შემტევმა, ხამეს როდრიგესმა, ესპანურ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ ამჟამად მხოლოდ გერმანულ გრანდზეა კონცენტრირებული.

"მადრიდის "რეალში" დაბრუნება? ამ მომენტისთვის მხოლოდ "ბაიერნზე" ვფიქრობ. ჩემი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან მომდევნო წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ვფიქრობ, დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად ვართმევ და ჯერჯერობით აქ თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ", - განაცხადა 26 წლის სამხრეთ ამერიკელმა.

ხამესი მიუნხენურ კლუბს ამ ზაფხულს 2 წლიანი იჯარის წესით შეუერთდა. "ბაიერნი" "სამეფო კლუბს" თითო სეზონის შემდეგ 5 მილიონ ევროს გადაუხდის და აგრეთვე, როდრიგესის 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც აქვს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ხამეს როდრიგესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები