ულრაიხი: "შტუტგარტის დატოვება მე არ მინდოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ულრაიხი: "შტუტგარტის დატოვება მე არ მინდოდა"


ულრაიხი:
მიუნხენის "ბაიერნის" მეორე მეკარემ, სვენ ულრაიხმა, რომელიც საკუთარ გუნდს მშობლიურ კლუბთან თამაშის წინ დაუბრუნდა, "შტუტგარტში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ თითქოს გუნდის დატოვება ჩემი ინიციატივა იყო, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა. "შტუტგარტის" დატოვება ნამდვილად არ მინდოდა!

თუმცა კლუბის ხელმძღვნელებმა მითხრეს ხომ არ ვფიქრობდი რაიმე ახალი გამოწვევის მიღებაზე. ვფიქრობ, ეს აშკარა მინიშნება იყო და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი მიუნხენელთა შემოთავაზებაზე.

"შტუტგარტს" ჩემს გულში სამუდამოდ აქვს ადგილი დამკვიდრებული, ვინაიდან ეს არის კლუბი, სადაც გავიზარდე და ოჯახიც ამ ქალაქში შევქმენი", - განაცხადა 29 წლის გერმანელმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი სვენ ულრაიხი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები