რიბერის ტრებლის მოგების სჯერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რიბერის ტრებლის მოგების სჯერა


რიბერის ტრებლის მოგების სჯერა

მიუნხენური გრანდის გამოცდილი ფრანგი ვინგერი, ფრანკ რიბერი, იუპ ჰაინკესის დაბრუნებით ძალიან ბედნიერია და მიიჩნევს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს.

"ჰაინკესთან ერთად ახლა ზუსტად იმას ვგრძნობ, რასაც ადრე, 2013 წელს და ვფიქრობ, ჩვენ სამი ტიტულის მოგება კვლავ შეგვიძლია.

რაც შეეხება პირადად ჩემს მდგომარეობას, ჰაინკესმა ჩემი მენტალიტეტი იცის და მისთვის ჩემი მუშაობის მეთოდები ცნობილია", - ციტირებს რიბერის სიტყვებს "Bild."

იუპ ჰაინკესი მიუნხენის "ბაიერნს" ბოლო 2011-13 წლებში წვრთნიდა და 2012/13 წლების სეზონში "რეკორდმაისტერს" ტრებლი მოაგებინა. იმ სეზონის შედეგად უეფამ ფრანკ რიბერი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები