ნიკა კაჭარავამ ბოლო წუთებზე გაიტანა და გუნდი მარცხს გადაარჩინა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნიკა კაჭარავამ ბოლო წუთებზე გაიტანა და გუნდი მარცხს გადაარჩინა [VIDEO]


ნიკა კაჭარავამ ბოლო წუთებზე გაიტანა და გუნდი მარცხს გადაარჩინა [VIDEO]
პოლონეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი "კორონასა" და "პიასტს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

მთელი თამაშის განმავლობაში გუნდები გოლს ვერ იტანდნენ, თუმცა 85-ე წუთზე ანგარიში სტუმარმა გუნდმა გახსნა.

მათ მიერ გატანილ გოლს "კორონამ" 89-ე წუთზე უპასუხა. ნიკა კაჭარავამ მეკარის შეცდომით ისარგებლა და "კორონა" მარცხს გადაარჩინა.

ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. სეზონის კარგი სტარტის შემდეგ კი "კორონას" მცირე ჩავარდნა აქვს.

21 ტურის შემდეგ გუნდს 31 ქულა აქვს, მე-7 ადგილზეა და უკვე ზედიზედ 4 თამაშია არ მოუგია.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები