რაიან გიგზი ნაკრების მწვრთნელი ხდება?
თარიღი: დეკემბერი 16, 2017, 03:31
გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, რომ შესაძლოა რაიან გიგზი ნაკრების მწვრთნელი გახდეს.
მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები ცუდი შედეგის შემდეგ, უელსის მთავარი მწვრთნელი პოსტიდან კრის კოულმენი დაითხოვეს.
ამჟამად ეს ადგილი ვაკანტურია და ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს უელსს. ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად კი სწორედ გიგზი მიიჩნევა.
გიგზს ასეთი დიდი გუნდების გაწვრთნის გამოცდილება არ აქვს. ის "მანჩესტერის" მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE