დეულოფეუ ელ კლასიკოს გამოტოვებს
თარიღი: დეკემბერი 16, 2017, 05:40
23 დეკემბერს გაიმართება ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის.
მატჩამდე ერთი კვირით ადრე კი ცნობილი ხდება, რომ ამ შეხვედრაში კატალონიელებს ერთი ფეხბურთელი დააკლდებათ.
მას შემდეგ, რაც ოსმან დემბელე დაიმტვრა, დეულოფეუ "ბარსელონას" ძირითადის ფეხბურთელად იქცა, თუმცა ვარჯიშზე ნატკენი მუხლის გამო ის გუნდს დაახლოებით 2 კვირა ვერ დაეხმარება.
შეტევის წინა ხაზში "ბარსელონას" პრობლემები ექმნება. ჯერჯერობით უცნობია, მოესწრება თუ არა დემბელეს გამოჯანმრთელებმა "რეალთან" თამაშამდე.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE