ზიდანმა სალაჰი შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა სალაჰი შეაქო


ზიდანმა სალაჰი შეაქო
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი შეაქო.

"სალაჰი ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ მოუმატეს. ზოგადად, სხვა ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა სალაჰი გამორჩეულია და ნამდვილად შესაქებია.

რაც შეეხება ბენზემას, მისდამი კრიტიკას არ ვეთანხმები. ფეხბურთში მხოლოდ გოლის გატანა არ არის. ბენზემა კი გუნდისთვის ბევრს მუშაობს", - აცხადებს ზიდანი.

მიმდინარე სეზონში სალაჰი სასწაულ ფორმაშია. მას პრემიერ ლიგაში 13 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები