ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების მუნდიალიდან შესაძლო მოკვეთას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების მუნდიალიდან შესაძლო მოკვეთას გამოეხმაურა


ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების მუნდიალიდან შესაძლო მოკვეთას გამოეხმაურა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან "ფურია როხას" შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებული ინფორმაციის არ სჯერა, იტყობინება გავლენიანი გამოცემა AS.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ხუან ლუის ლარეამ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფიფას ხელმძღვანელი, ჯანი ინფანტინო მას მხარს უჭერს.

გავრცელებული ცნობით, ესპანეთმა რუსეთში ჩასატარებელი მუნდიალი შეიძლება პოლიტიკური ჩარევის გამო გამოტოვოს - ფეხბურთის ფედერაციის წინა მეთაური, ანხელ მარია ვილიარი აქამდე 45 მილიონი ევროს მითვისების ბრალდებით დააკავეს.

"არავინ არ აპირებს ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთას. ეს შეუძლებელია და განხილვასაც კი არ იმსახურებს", - აცხადებს ლარეა.

"ესპანეთის მოხსნა და იტალიის ჩართვა გსურთ? ფედერაციაში ნორმალური პროცედურები მიმდინარეობს, ნაკრებმა ტურნირზე საკუთარი ადგილი მოედანზე თამაშით დაიმსახურა".

მოგეხსენებათ, 2018 წლის მუნდიალზე ესპანეთი B ჯგუფში პორტუგალიასთან, მაროკოსთან და ირანთან ერთად იასპარეზებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები